in

რუსეთი ოლიმპიადიდან მოიკვეთა: რუსებს საყვარელი შაიბაც წაართვეს და კალათბურთიდან და რაგბიდანაც დაემშვიდობნენ

რუსეთი ყველაფრიდან მოკვეთეს და ბუნებრივია მეტის ღირსებიც არიან.

უეფასა და ფიფას შემდეგ, გადაწყვეტილება მიიღო საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმაც. ოლიმპიური კომიტეტი აღნიშნავს, რომ ოლიმპიური მოძრაობის მიზანია საერთაშორისო მშვიდობა და ყველა სპორტსმენის უსაფრთხოება.

რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი ამ გადაწვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას გეგმავს. რუსი სპორტსმენების გარდა, ოლიმპიადიდან მოიკვეთნენ, ბელარუსი სპორტსმენებიც. მოგეხსენებათ, ბელარუსიც ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსეთს და ბელარუსს გაუუქმდება კველა აკრედიტაცია პეკინის პარალიმპიურ თამაშებზე, რომელიც 4 დღეში უნდა დაიწყოს.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უმაღლესი ოლიმპიური წოდება შეუჩერა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსაც.

ოლიმპიადის გარდა, რუსები ვერ მიიღებენ მონაწილეობას ვერც 2022 წლის ყატარის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე და რუსული კლუბები ვერც ევროტურნირებზე ითამაშებენ.

რუსული კლუბები მოიხსნენ საკალათბურთო ევროლიგის გათამაშებიდანაც: ცსკა, “უნიქსი” და “ზენიტი” ევროლიგას, ყუბანის “ლოკომოტივი” კი ამიერიდან ევროთასს ვეღარ ითამაშებენ.

რუსებს საყვარელი შაიბაც წაართვეს და რუსეთის ჰოკეის ნაკრებს საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლა აუკრძალეს.

რუსეთს წევრობა შეუჩერა მსოფლიო რაგბიმაც და რუსეთს და ბელარუსის ნაკრებს მათი ეგიდით ჩატარებულ ყველა ტურნირზე გამოსვლა აუკრძალა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოფიციალურად: უეფამ გაზპრომს კონტრაქტი შეუწყვიტა

ბითაძემ 21 წუთი ითამაშა და 11 ქულა ჩააგდო