ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში. საქართველოს ნაკრებს ტურნირის პირველ დღეს ორი მედლის მოპოვების შანსი აქვს, ოღონ არა უმაღლესი სინჯის. ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) და ლუხუმ ჩხვიმიანი (-60 კგ) ნახევარფინალში დამარცხდნენ და რეპეშაჟის ფინალში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.
ლიპარტელიანი ფრანგ სისიქესთან დამარცხდა იპონით. ჩხვიმიანმა კი, ასევე იპონით, ესპანელ ფრანცისკო გარიგოსთან წააგო.
დღესვე იასპარეზეს ვაჟა მარგველაშვილმა და ჯაბა პაპინაშვილმა, მაგრამ ისინი ასპარეზობას ნაადრევ ეტაპზე გამოეთიშნენ.
ფინალური ბლოკი, ჩვენი დროით, 17:00-ზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings