ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ასპარეზობაში 4 ქართველი ძიუდოისტი-ჯაბა პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი, ვაჟა მარგველაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი ჩაერთვნენ.
ჯაბა პაპინაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი ტურნირს ნაადრევ ეტაპზე დაემშვიდობნენ. ლიპარტელიანი (-57 კგ) და ჩხვიმიანი (-60 კგ) ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან.
ეთერ ლიპარტელიანმა ნახევარფინალამდე პოლონელი არიეტა პოდოლაკი და ფრანგი პრიცილა გენოტო დაამარცხა. ნახევარფინალში ეთერის მეტოქე ასევე ფრანგი სარა ლეონი სისიქუ იქნება.
ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60 კგ) უკრაინელი დილშოტ ხალმატოვი და ნიდერლანდების სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუა დაამარცხა.
GIPHY App Key not set. Please check settings