21 წლის ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელია ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი “ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დი ლაურენტისმა sky sport-ზე ისაუბრა.
“იმედი მაქვს დიდი ტრანსფერი განვახორციელე. ის ყველა თვალსაზრისით ჩვენი გუნდის ფეხბურთელია”, – დი ლაურენტისი.
იტალიური კლუბის პრეზიდენტმა კვარაცხელიას გვარის რთულად გამოთქმაზეც ისაუბრა და იხუმრა, რომ ამ საკითხს რაიმეს მოუფიქრებს და ბოლო-ბოლო “ძიძის” დაუძახებს.
შეგახსენებთ, აურელიო დი ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიში” ტრანსფერი გუშინ დაადასტურა. ქართველ ფეხბურთელსა და ნეაპოლურ კლუბს შორის 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
კალაძე, მჭედლიძე და კვარაცხელია: დი ლაურენტისმა ხვიჩას ტრანსფერი დაადასტურა
ფაბიო კაპელო: ნაპოლი თუ ფეხბურთელს ყიდულობს ნიშნავს, რომ ის მართლა მაგარია
ვიდეო: იტალიაში კვარაცხელიას გვრის წარმოთქმას ცდილობენ
GIPHY App Key not set. Please check settings