საქართველოს ნაკრებისა და გრაცის “შტურმის” ნახევარმცველი ისევ ტრავმირებულია. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ტრავმა მესამედ მიიღო.
კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში დაშავდა. კიტეიშვილის “შტურმი” ვენის “რაპიდს” დაუზავდა (1:1), ქართველი კი, მოედანზე შესვლიდან სამ წუთში მოედნიდან გასაყვანი გახდა.
ტრავმა საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა და კიტეიშვილისთვის სეზონი დასრულებულია. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ქართველი ნახევარმცველი საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის მატჩებშიც ვერ დაეხმარება.
GIPHY App Key not set. Please check settings