Corriere Dela Sera წერს, რომ გუშინ ხვიჩა კვარაცხელიამ პარიზის მიმართულებით ბილეთები დაჯავშნა და დღეს ნაშუადღევს უკვე პარიზში იქნება.
ქართველი დღესვე სამედიცინო შემოწმებას გაივლის, 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და შემდეგ მედიას წარუდგენენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელებს ტრანსფერი 75 მილიონი ევრო დაუჯდებათ. ფეხბურთელის წლიური გასამრჯელო კი 9+2 მილიონი იქნება.
–
ხვიჩა კვარაცხელიას ახალი გუნდი პსჟ საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში დღეს გასვლაზე დაბალი ლიგის წარმომადგენელ “ესპალის” დაუპირისპირდება.
მატჩის წინა გამართულ პრესკონფერენციაზე პარიზელთა მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს კითხვა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე დაუსვეს, რაზეც ესპანელმა სახალისო პასუხი გასცა.
“მომწონს იმ ფეხბურთელებზე საუბარი, რომლებიც ჩემს გუნდში არ არიან, მაგრამ ახლა ამას არ გავაკეთებ”, – თქვა ენრიკემ, რითაც თავადაც მიანიშნა, რომ კვარაცხელია პსჟ-ის წევრი გახდება.
შეგახსენებთ, რომ სამედიცინო შემოწმების გასავლელად და კონტრაქტის გასაფორმებლად ქართველს პარიზში დღეს ელიან.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings