გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ ერთ-ერთ აუტსაიდერ„კარდიფს“ ესტუმრა და დაძაბულ შეხვედრაში ქულა აიღო – 1:1.
შეგახსენებთ, „უოტფორდს“ ყველა ტურნირზე ზედიზედ ოთხი წაგება ჰქონდა.
ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. მისი შეფასებებია: sofascore – 6.8, flashscore – 6.6, whoscored – 6.5.
კარდიფ სიტი – უოტფორდი 1:1
გოლები: 1:0 ეშფორდი (65), 1:1 ბაიო (87)
19 ტურის შემდეგ „უოტფორდმა“ 38 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილზეა, პრემიერლიგის პლეი-ოფის ზონას კი მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.
18 იანვარს გასვლაზე „დერბის“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings