„ლიონის“ მფლობელმა გიორგი მიქაუტაძის მსურველი თურქულ კლუბებს მკვეთრი სიგნალი გაუგზავნა, რომ მათი წინადადებები შეურაცხმყოფელია – ამის შესახებ ინფორმაციებს თურქული და ფრანგული გამოცემები ავრცელებენ.
„ლიონი“ ფინანსურ კრიზისს ებრძვის და ლიგა 2-ში დაქვეითების საფრთხის წინაშეა. კლუბი ფინანსურ კრიტერიუმებს თუ ვერ დააკმაყოფილებს, შესაძლოა, თავის ვარსკვლავებს შეელიოს. მიუხედავად ამისა, ფრანგული კლუბის მფლობელმა, ჯონ ტექსტორმა თურქული კლუბების, განსაკუთრებით კი „გალათასარაისა“ და „ტრაბზონსპორის“ სატრანსფერო შეთავაზებებზე მკვეთრად ისაუბრა და გიორგი მიქაუტაძეც ახსენა.
„ბევრმა კლუბმა, მათ შორის „გალათასარაიმ“ და „ტრაბზონსპორმა“, „ლიონს“ სატრანსფერო წინადადებებით მიმართა. „გალათასარაის“ – მიქაუტაძის, ხოლო „ტრაბზონსპორს“ ანდრიელსონის შეძენა სურდა. მაგრამ ფრანგული გუნდის მფლობელმა, ჯონ ტექსტორმა ამ შეთავაზებებზე საკმაოდ მკვეთრი პასუხი გასცა“, – წერს თურქული გამოცემა Fanatik-ი და „ლიონის“ მფლობელის კომენტარს აქვეყნებს:
„ისინი მიიჩნევენ, რომ ამ მომენტით შეუძლიათ ისარგებლონ, მაგრამ არასწორად იქცევიან. ზოგიერთმა თურქულმა კლუბმა უკიდურესად დამამცირებელი შეთავაზებით მიმართა ჩვენს დიდებულ ფეხბურთელებს, იმიტომ, რომ ფინანსური პრობლემების გამო უმწეოები ვგონივართ. ჩვენ მათ გასაგებად ვუთხარით, რომ თავი დაგვანებონ“, – განაცხადა „ლიონის“ მფლობელმა.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings