29 აორილიდან 1 აპრილის ჩათვლით ბულგარეთის დედაქალაქი სოფია ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
ევროპის ძიუდოს ფედერაცია ლეგენდარულ ქართველ ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილზე სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ სოფიაში ქართველი მოქმედი ევროპის ჩემპიონი ტიტულს შეინარჩუნებს.
“შარშან ლაშა შავდათუაშვილმა ქართული ძიუდოს ისტორია დაწერა და გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელიც სამი დიდ ტურნირის: მსოფლიო, ევროპა და ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელია. ასევე, მან ტოკიოს ოლიმპიადაზე თავისი მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა.
ლაშა თავის წონაში პირველ ნომრადაა განთესილი და ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. მასზე დიდი ფსიქოლოგიური წნეხი იქნება, მაგრამ ის ამას მიჩვეულია.
ევროპის ჩემპიონატზე იოლი მეტოქეები არ არსებობენ და ლაშასთვის მთავარი მეტოქეები იტალიელი ოლიმპიური ჩემპიონი ფაბიო ბასილე და ფერდინანდ კარაპეტიანი იქნებიან”, – წერს eju.
GIPHY App Key not set. Please check settings