საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი, რომელიც კრაკოვის “ვისლას” ღირსებას იცავს, ექსტრაკლასას 29-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
სიმბოლური გუნდი ექსტრაკლასას ოფიციალურმა ინსტაგრამ გვერდმა გამოაქვეყნა.
გასულ ტურში, წიტაიშვილის “ვისლა” “შლიონკისთან” ფრედ დასჯერდა 1:1. ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაშიი იყო და მოედანზე 74 წუთი გაატარა.
“ვისლა” სატურნირო ცხრილში 29 ქულით მე-16 ადგილზეა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.
GIPHY App Key not set. Please check settings