კრიშტიანო რონალდომ ახალშობილი ვაჟის გარდაცვალების შესახებ აცნობა.
ოქტომბერში პორტუგალიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ტყუპებს ელოდებოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ერთი გოგონა იყო და მეორე ბიჭი.
„უდიდესი მწუხარებით ვაცნობებთ, რომ ჩვენი პატარა გარდაიცვალა. მხოლოდ ჩვენი გოგონას დაბადება გვაძლევს ძალას გადავიტანოთ ეს მომენტი.
მადლობა მინდა ვუთხრათ ექიმებსა და მედდებს გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.
ჩვენ გამოფიტული ვართ და ასეთ რთულ დროს გთხოვთ კონფიდენციალობას. ჩვენო ბიჭუნა, შენ ჩვენი ანგელოზი ხარ. ჩვენ სამუდამოდ გვეყვარები“, – დაწერა კრიშტიანომ ინსტაგრამზე.
მეორე ტყუპი, გოგონა ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს.
რონალდოს ამჟამინდელმა გუნდმა „მანჩესტერმა“ და ყოფილმა კლუბებმა მწუხარება გამოხატეს.
„შენი ტკივილი, ჩვენი ტკივილია, კრიშტიანო. გისურვებთ სიყვარულსა და ძალას შენ და შენს ოჯახს“, – ნათქვამია „მანჩესტერის“ ტვიტში.
„რეალი“, პრეზიდენტი და კლუბის დირექტორთა საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ერთ-ერთი ბავშვის გარდაცვალების გამო, რომელსაც ჩვენი ძვირფასი კრიშტიანო და ჯორჯინა ელოდებოდნენ. „რეალი“ იზიარებს ოჯახის მწუხარებას და გადასცემს მათ მთელ თავის სითბოს“, – ნათქვამია „რეალის“ განცხადებაში.
„გამაგრდი რონალდო, „სპორტინგის“ მთელი ოჯახი შენთანაა“ – დაწერა კრიშტიანოს პირველმა კლუბმა ლისაბონის „სპორტინგმა“.
„ძალები მოიკრიბე კაპიტანო“ – ეს უკვე პორტუგალიის ნაკრების ტვიტია.
GIPHY App Key not set. Please check settings