in

გულიაშვილით ფრანგული კლუბები დაინტერესდნენ… ზურიკოსთან?

„სენტ-ეტიენის“ სამიზნეში „სარაევოს“ ქართველი თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი მოექცა, – ამის შესახებ Footboom1 ქართულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

„როგორც ჩანს, „სენტ-ეტიენი“ მიზნად ისახავს გიორგი გულიაშვილის დამატებას, რომელსაც ამჟამად კონტრაქტი „სარაევოსთან“ აკავშირებს. ქართველი თავდამსხმელი, რომელიც ბოსნიის ლიგის საუკეთესო ბომბარდირია, გუნდის ხელმძღვანელების ყურადღებას სისწრაფითა და ტექნიკით იქცევს.

ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრის“ გახსნიდან ათი დღის შემდეგ „სენტ-ეტიენს“ ჯერ მოთამაშე არ დაუმატებია, თუმცა მიმდინარე მოლაპარაკებები მალე შედეგს მოიტანს. კლუბი ასევე აქტიურად მუშაობს არასასურველი ფეხბურთელების გაშვებაზე. ამასთან დაკავშირებით გუნდის მწვრთნელმა ისაუბრა.

შემადგენლობის გასაძლიერებლად „სენტ-ეტიენი“, პირველ რიგში, ეძებს მცველს, ნახევარმცველსა და თავდამსხმელს. ეს სია მუდმივად იზრდება. ერთ-ერთი გვარი, რომელიც გამოჩნდა, გიორგი გულიაშვილია. ქართულ ფეხბურთზე სპეციალიზებული გვერდის, Geo Team-ის ცნობით, „მწვანეები“ „სარაევოს“ გარემარბით დაინტერესებულნი არიან.

23 წლის გულიაშვილი მრავალმხრივი მოთამაშეა — თამაშობს ფლანგებზეც და ცენტრალურ თავდამსხმელადაც. ბოსნიაში მიმდინარე სეზონში, ლიგის 17 მატჩში უკვე 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ეს შთამბეჭდავი სტატისტიკა შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

„სენტ-ეტიენი“ არ არის საფრანგეთის ლიგა 1-ის ერთადერთი კლუბი, რომელიც გიორგი გულიაშვილის პროგრესს ყურადღებით ადევნებს თვალს. ახალგაზრდა ქართველით „ლანსიც“ დაინტერესდა. გულიაშვილს „სარაევოსთან“ კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს.

მის ტრანსფერს ვებგვერდი Transfermarkt-ი 1.5 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა „სარაევო“ გარიგებაში 3 მილიონ ევროს ითხოვს“, – წერს Footboom1.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდა დაბრუნდა და… სულ ბოლოს დასანანი გოლი გაუშვა: ვალენსიამ სევილიაში ქულა აიღო

ლოჩოშვილი სალერნიტანაში გადავიდა: დღეს შეიძლება უკვე ითამაშოს