უკვე ოფიციალურად: ოკუპანტებს ვირტუალური ფეხბურთის თამაშის საშუალებაც არ ექნებათ. EA sports სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მალე FIFA 22-ის განახლებული ვერსია გამოვა, რომელშიც სხვა სიახლეებთან ერთად მთავარი ის იქნება, რომ რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებები, ასევე რუსული და ბელარუსული კლუბები საფეხბურთო სიმულატორში აღარ იქნებიან.
EA sports-მა ეს სიახლე ჯერ კიდევ მარტში დაანონსა. იმის შემდეგ, ეს თამაში რამდენჯერმე განახლდა, მაგრამ რუსებისთვის ის მაინც ხელმისაწვდომი იყო
GIPHY App Key not set. Please check settings