in

მადრიდის რეალის ყოფილი ფეხბურთელი ავტოკატასტროფას ემსხვერპლა

ესპანურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოლუმბიაში ავტოკატასტროფას მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი ფრედი რინკონი ემსხვერპლა.

რინკონი 11 აპრილს კოლუმბიის ქალაქ კალიში ავარიაში მოყვა. ის საკუთარი ავტომანქანით შვილებთან ერთად მგზავრობდა, როდესაც შუქნიშანის წითელ ნიშანზე მოაძრაობა გააგრძელა და ავტობუსს დაეჯახა. ფეხბურთელი კლინიკაში მოათავსეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კოლუმბიელი ფეხბურთელი 55 წლის იყო. რინკონი 1994-95 წლებში “ნაპოლის”, 1995-97 წლებში კი, მადრიდის “რეალის” ღირსებას იცავდა.

მას სამ მსოფლიოზე აქვს ნათამაშები კოლუმბიის ნაკრებში მის ანგარიშზე 84 მატჩში 17 გოლია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელია ინსინიეს ღირსეული მემკვიდრე იქნება: გამორჩეული ტრანსფერია – იტალიელი ჟურნალისტი

რატომ ჩაიშალა კვარაცხელიას ლიდსში ტრანსფერი