ესპანური “ვალენსია” კოპა დელ რეის ფინალისთვის დებატებს ხურავს თემაზე, თუ ვინ უნდა იდგეს 23 აპრილს კარში. plazadeportiva-ს მტკიცებით, გიორგი მამარდაშვილმა კარგად ისარგებლა იასპერ სილესენის არ ყოფნით, მშვენიერი შეხვედრები ჩაატარა და ყველანაირი ეჭვი გააქარწყლა, იქნება თუ არა ის “ღამურებისთვის” სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში.
“ვალენსიას” ახალგაზრდა მეკარე წლევანდელი სეზონის დიდ აღმოჩენად დასახელდა. მან სეზონი შესანიშნავად დაიწყო, თუმცა მადრიდის “რეალთან” და “სევილიასთან” დაშვებული შეცდომების გამო, მან ძირითადში ადგილი დაკარგა. იგი საერთოდ გუნდის მესამე მეკარედ იქცა და ხაუმე დომენკსაც მასზე წინ აყენებდნენ. თუმცა, ნახევარფინალში ბილბაოს “ატლეტიკთან” ბორდალასმა ისევ მამარდაშვილი დააყენა და ქართველმა მეკარემ მეორე შანსი შესანიშნავად გამოიყენა.
plazadeportiva წერს, რომ 2024-2025 წლის ბოლოსთვის, როცა მამარდაშვილს ესპანურ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურება, მისი სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონ ევროს მიაღწევს.
GIPHY App Key not set. Please check settings