დღეს, ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ საკუთარი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაადასტურა, რომ “ნაპოლიმ” იტალიურ კლუბში ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი დახურა.
ახლა კი, carriero dello sport აქვეყნებს ინფორმაციას, რომ კვარაცხელიამ უკვე კლუბში სამედიცინო შემოწმების პირველი ეტაპიც კი გაიარა. როგორც წყარო წერს, ნეაპოლური კლუბი და ფეხბურთელი ყველაფერზე შეთანხმდნენ და გასაოფიციალურებლად მხოლოდ 1 ივლისამდე მოცდაღა დარჩა.
გამოცემა წერს, რომ “ნაპოლი” ამ ტრანსფერზე ფარულად მოქმედებდა და კლუბის წარმომადგენლები კვარაცხელიას გარემოცვის წევრებს რამდენჯერმე შეხვდნენ. წყაროს ცნობით, კვარაცხელია ნეაპოურ გუნდში წლიწადში 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.
GIPHY App Key not set. Please check settings