in

3 გენიოსის 3 ჰეთ-თრიქი: მბაპე ბოლო 50 წელიწადში მეორეა – გვიან ათამაშდნენ

პსჟ-მ საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში სტუმრად „კლერმონი“ დაშალა – 6:1. მესიმ გააკეთა სამი საგოლე პასი, ხოლო მბაპემ და ნეიმარმა 3-3 გოლი გაიტანეს.

როგორც იქნა: მესიმ, მბაპემ და ნეიმარმა ერთად გაიტანეს – პირველად

მესის 3 გოლი და 13 ასისტი აქვს ლიგა 1-ის 20 შეხვედრაში.

მესიმ 3 საგოლე გადაცემა სეზონში მეორედ გააკეთა. პირველად „სენტ ეტიენთან“ შეხვედრისას მე-15 ტურში. ის ასისტების რაოდენობით მბაპესთან ერთად ლიდერია – 13.

23 წლის მბაპემ 125-ე გოლი გაიტანა ჩემპიონატში.
ბოლო 50 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა მოახერხა 125 გოლის გატანა 24 წლამდე ტოპ 5 ლიგაში. ეს გახლავთ „რეალის“ ლეგენდა რაული.

მბაპე: „სამწუხაროა, რომ მხოლოდ ახლა შევთამაშდით, მაგრამ ბევრი მიზეზი იყო“.

ნეიმარი: „მესი და მბაპე – ორი გენიოსია, უდიდესი მოთამაშეები. ქიმია მატ შორის სულ უფრო შესამჩნევი ხდება“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გამწარებულმა რონალდომ გულშემატკივრის ტელეფონი დაამსხვრია: კრიშტიანომ ბოდიშიც მოიხადა და თამაშზეც დაპატიჟა – ვიდეო

შოთა არველაძე: დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ -მადლობა მხარდაჭერისთვის