ჩემპიონთა ლიგაზე ¼ ფინალები დაიწყო. „ეტიჰადზე“ გოლების მოყვარულმა „სიტიმ“ გოლების არგაშვების დიდოსტატ „ატლეტიკოს“ უმასპინძლა და გატანა ძალიან გაუჭირდა. მადრიდელები უზადოდ იცავდნენ თავს , მაგრამ ერთ ეპიზოდში მაინც გაეპარათ დე ბრუინი და ბელგიელმაც ისარგებლა იშვიათი შანსით.
მეორე შეხვედრაში „ლივერპულმა“ თითქოს მოითავა საქმე, მაგრამ ჯერ წერტილს მაინც ნუ დავსვათ, ფეხბურთს ისეთები ახსოვს… თუმცა მერსისაიდელების შთამბეჭდავი თამაშის ფონზე ლისაბონელების შანსი მართლაც მიზერულია.
ჩემპიონთა ლიგა. 1/4 ფინალი. I მატჩები
„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის 5-ვე გასვლით შეხვედრაში 2+ გოლი გაიტანა.
„ლივერპულმა“ ისტორიაში პირველად მოიგო ზედიზედ 8 გასვლითი მატჩი.
„ლივერპულმა“ ზედიზედ 5 მატჩი მოიგო საერთო ანგარიშით – 10:1.
ჩემპიონთა ლიგაზე მანე „ლივერპულის“ ბომბარდირებს შორის მე-2 ადგილზე გადავიდა, მან ჯერარდს გადაასწრო. ლიდერი სალაჰია.
„ბენფიკას“ ფორვარდი ნუნიესი: „არ გვეშინია „ლივერპულის“. ვიმუშავებთ, რომ განმეორებით მატჩში კარგი შედეგი მივიღოთ“.
„ბენფიკას“ მწვრთნელი: „ჩვენთვის კარი არ მოხურულა, მაგრამ 3 გოლის გამო ყველაფერი ბევრად რთული ხდება“.
ლუის დიასი: „ეს ჯერ არ არის დასასრული, „ბენფიკა“ არ არის იოლი მეტოქე“.
კლოპი: „ბენფიკა“ ბოლომდე იბრძოდა. „ლივერპულმა“ მას ცოტათი მეტის უფლება მისცა, უკეთ შეგვეძლო დაცვა“.
ბენფიკა – ლივერპული 1:3
გოლები: 0:1 კონატე (17), 0:2 მანე (34), 1:2 ნუნიესი (49), 1:3 ლუის დიასი (88)
ბენფიკა: ვლახოდიმოსი – ჟილბერტო, ოტამენდი, ვერტონგენი, გრიმალდო – რაფა სილვა, ვაიგლი, ტაარაბტი (70. მეიტე), ევერტონი (82. იარემჩუკი) – რამოსი (86. ჟოაო მარიო), ნუნიესი
ლივერპული: ალისონი – ალექსანდერ-არნოლდი (89. ჯო გომესი), კონატე, ვან დეიკი, რობერტსონი – კეიტა (89. მილნერი), ფაბინიო, ტიაგო ალკანტარა (61. ჰენდერსონი) – სალაჰი (61. დიოგო ჟოტა), ლუის დიასი, მანე (61. ფირმინო)
გვარდიოლამ „სიტისთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 15 მატჩი მოიგო. „ბარსაში“ 14 გამარჯვება ჰქონდა, მაგრამ 2 ტროფეი.
„ატლეტიკომ“ თვენახევარში პირველად წააგო. „სიტიმ“ კი წაუგებელი სერია 8 თამაშამდე გაახანგრძლივა.
დე ბრუინმა ლიგაზე პირველად გაიტანა წელს. მას 5 გოლი აქვს ბოლო 5 მატჩში.
„ატლეტიკოს“ ერთხელაც არ დაურტყამს პირველ ტაიმში – ჩემპიონთა ლიგაზე ეს მისი ანტირეკორდია.
„ატლეტიკოს“ მეკარე ობლაკი: „არ მგონია, რომ მათმა შეცვლებმა შეცვალეს თამაში – ყველაფერი ერთმა მომენტმა გადაწყვიტა. „ატლეტიკო“ მთელი მატჩი კარგად იცავდა თავს“.
„ატლეტიკოს“ ნახევარმცველი კონდოგბია: „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ „სიტი“ ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ გავიაროთ“.
„ატლეტიკოს“ მცველი სავიჩი: „არც ისე ცუდია. მადრიდში სულ სხვა თამაში იქნება“.
სიმეონე: „შესაძლოა „სიტი“ მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. „ატლეტიკო“ იბრძოლებს რამდენადაც შესაძლებელ იქნება“.
დე ბრუინი: „ატლეტიკო“ თამაშობდა 5 კაცით დაცვაში და 5-ით ნახევარდაცვაში. მეორე მატჩში უფრო მეტად მოუწევთ შეტევა“.
გვარდიოლა: „დღესაც და 100 წლის შემდეგაც ძალიან რთული იქნება შეუტიო 5-5-0-ის წინააღმდეგ“.
სიტი – ატლეტიკო 1:0
გოლი: 1:0 დე ბრუინი (70)
სიტი: ედერსონი – სტოუნზი, ლაპორტი, აკე, კანსელო – დე ბრუინი, როდრი, გიუნდოგანი (68. გრილიში) – მაჰრეზი (68. ფოდენი), ბერნარდო სილვა, სტერლინგი (68. გაბრიელ ჟეზუში)
ატლეტიკო: ობლაკი – ვრსალიკო – ფელიპე, სავიჩი, მანდავა, რენან ლოდი – ლორენტე (60. კუნია), კონდოგბია, კოკე (60. დე პაული) – გრიზმანი (60. ანხელ კორეა), ჟოაო ფელიქსი (81. ლემარი)
GIPHY App Key not set. Please check settings