ხვიჩა კვარაცხელია და “ნაპლი” ერთმანეთს ძალიან უახლოვდებიან. დრეს, თითქმის ყველა ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემამ დაწერა, რომ მხარეები კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდნენ და მხოლოდ ხელის მოწერაა დარჩენილი.
ხვიჩა კვარაცხელას შესახებ, იტალიურ მედიაში აზრს ბევრ სპეციალისტს ეკითხებიან. მათ შორის ერთ-ერთი ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი მენეჯერი ლუჩანო მოჯია. მოჯი “ბებერი ქალბატონის” გენერალური დირექტორის თანამდებობას 1994-2006 წლებში იკავებდა 1987-91 წლებში კი, “ნაპოლის” სპორტული დირექტორიც იყო.
“კვარაცხელიას ექსტრაორდინალური მონაცემები აქვს და შეუძლია ტოპ დონის ფეხბურთელი გახდეს. “ნაპოლის” ხელმძღვანელობა ნამდვილად კარგად მუშაობს, რომ ეს ფეხბურთელი შეამჩნიეს და გუნდში მოყავთ.”-თქვა მოჯიმ “ნაპოლის” ოფიციალურ რადიოსთან
GIPHY App Key not set. Please check settings