საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი, რომელიც ბოლოს ოდესის “ჩერნომორეცის” შემადგენლობაში გამოდიოდა, ზაფხულამდე პოლონეთში კრაკოვის “ვისლას” შემადგენლობაში ითამაშებს.
მოგეხსენებათ, რუსეთ-უკრაინის საომარი მოქმედებების გამო, უკრაინაში საფეხბურთო ჩემპიონატი შეჩერდა და იქ მოთამაშე ფეხბურთელები კლუბებს დროებით ტოვებენ. პოლონურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წიტაიშვილი “ვისლაში” სეზონის ბოლომდე ითამაშებს, შემდეგ კი, ან უკრაინაში დაბრუნდება, ან სხვა კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს.
გიორგი წიტაიშვილი კიევის “დინამოს” საკუთრებაა და წლევანდელ სეზონში ოდესის “ჩერნომორეცის” შემადგენლობაში იჯარის წესით თამაშობდა. ამ სეზონში მის ანგარიშზე ჩატარებულ 13 შეხვედრაში 1 გოლია.
27 ტურის შემდეგ, კრაკოვის “ვისლა” 25 ქულით მე-16 ადგილზეა და ექსტრაკლასაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.
GIPHY App Key not set. Please check settings