გუშინ, ლა ლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია” “მესტალიაზე” “კადისს” დაუპირისპირდა და უგოლოდ დაშორდა. გიორგი მამარდაშვილმა “ვალენსიას” შემადგენლობაში ჩატარებულ 15 შეხვედრაში 8-ჯერ კარი მშრალად შეინახა. ლა ლიგაში ქართველ მეკარეს 477 წუთია გოლი არ გაუშვია.
გუშინდელი შეხვედრა მან 3 სეივით დაასრულა. ერთ ეპიზოდში კი მან ალვარო ნეგრედოს დარტყმის შემდეგ, საოცარი სეივი განახორციელა.
მამარდაშვილის საოცარი სეივი და მორიგი მშრალი მატჩი ლა ლიგაში
მატჩის მეფე: გიორგი მამარდაშვილის შეფასება კადისთან მატჩში
მამარდაშვილი გაფრინდა და ნეგრედოს არ გაატანინა: ესპანური მედია
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გაბრიელ პაულისტამ გიორგი მამარდაშვილი შეაქო და ქართველის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
“ძალიან მნიშვნელოანია, რომ მორიგ შეხვედრაში შევძელით კარის მშრალად შენახვა. დაცვით ფაზაში უფრო დამაჯერებლები ვართ და ამაში გიორგი მამარდაშვილი დიდ დახმარებას გვიწევს. ის დიდებული მეკარეა”, – თქვა პაულისტამ.
GIPHY App Key not set. Please check settings