ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიამ” “მესტალიაზე” “კადისი” მიიღო და უგოლოდ დაშორდა. ქართველმა მეკარემ ლა ლიგაში მე-7 მშრალი შეხვედრა ჩაატარა. მას 477 წუთია საკუთარ კარში ბურთი არ მიუღია. გუშინდელ მატჩში გიორგიმ სამი სეივი განახორციელა, მათ შორის პირველი ტაიმის მიწურულს ალვარო ნეგრედოს თავური დარტყმა ბრწყინვალე ნახტომში მოიგერია. ლა ლიგამ მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად (king of the match) დაასახელა.
whoscored.com-მა გიორგი მამარდაშვილის თამაში 7.2 ქულით შეაფასა. “ღამურების” შემადგენლოობაში მასზე მაღალი შეფასება პაულისტას (7.3), გილამონს (7.3) და ვასკესს (7.8) ჰქონდათ.
sofascore-ის მიხედვით, გიორგი მამარდაშვილმა გუშინდელ შეხვედრაში 7.3 შეფასება დაიმსახურა. sofascore-ზე მასზე მაღალი შეფასება მხოლოდ პაულისტას და გილამონს აქვთ.
მამარდაშვილის საოცარი სეივი და მორიგი მშრალი მატჩი ლა ლიგაში
GIPHY App Key not set. Please check settings