დღეს, Crystalbet ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა. ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ადგილობრივმა “სიონმა” “გაგრა” 2:1 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
შეხვედრაში ანგარიში მე-13 წუთზე უჩა სოსიაშვილის ფეხბურთელებმა გახსნეს. თავი ნიკა ხორხელმა გამოიჩინა. “გაგრამ” წონასწორობის აღდგენა 37-ე წუთზე მათე ვაწაძის გოლით მოახრხა, მაგრამ გოლიდან 2 წუთში მეორე ყვითელი ბარათისთვის მსაჯმა მოედნიდან სტუმართა გუნდის კაპიტანი ვასილ ხოსიტაშვილი გააძევავა. გაძევებამდე ხოსიტაშვილმა პენალტი გააფუჭა.
მატჩის ბედი 86-ე წუთზე გადაწყდა. გიორგი კორიფაძემ 11-მეტრიანი ნიშნულიდან აიღო ბექა ქურდაძის კარი.
Crystalbet ეროვნული ლიგა. VI ტური
ტორპედო-სამგურალი 0:2
დინამო ბათუმი-თელავი 1:0
დინამო თბილისი-ლოკომოტივი 2:1
დილა-საბურთალო 1:0
სიონი-გაგრა 2:1
GIPHY App Key not set. Please check settings