უკრაინა-რუსეთის საომარ მოქმედებებს კიდევ ერთი სპორტსმენის სიცოცხლე შეეწირა.
23 მარტს ცნობილი გახდა, ოკუპანტებმა კიევის მახლობლად მდებარე სოფლის მოტიჟინის წინამძღვარი ოლგა სუხენკო გაიტაცეს, მისი მეუღლე იგორი და ვაჟი ალექსანდრე კი გაუჩინარდნენ.
2 აპრილს მაკაროვის თემის ხელმძღვანელმა ვადიმ ტოკარმა განაცხადა, რომ ნაპოვნია სუხენკოს ოჯახის ცხედრები. მისივე ცნობით, გარდაცვალებამდე სუხენკოს ოჯახის წევრები არაადამიანურ და სასტიკ მოპყრობას განიცდიდნენ.
25 წლის ალექსანდრ სუხენკო ფეხბურთელი გახლდათ და იგი კიევის რეგიონის თასის მფლობელი იყო.
GIPHY App Key not set. Please check settings