თურქული პრესა დღეს დილიდან აქტიურად წერს, რომ “გალათასარაი” გიორგი მიქაუტაძის ხელში ჩასაგდებად ყველა ღონეს ხმარობს.
პირველი ორი დაბლოკილი შეთავაზების შემდეგ, სტამბოლელებმა ფრანგულ მხარეს გაუმჯობესებული წინადადებით მიმართეს და ბონუსების ჩათვლით ჯამში 24 მილიონი ევრო შესთავაზეს.
ჩვენი თურქი კოლეგები წერენ იმასაც, რომ ტრანსფერს “მწვანე შუქი” თავად ფეხბურთელმაც აუნთო, თუმცა შემდეგ საქმეში სხვა გუნდებიც გამოჩდნენ, რომლებიც ტოპ 5-ს წარმოადგენენ და გარიგება გააჭიანურეს.
“გალათასარაის” მწვრთნელი ოკან ბურუქი გუნდის ხელმძღვანელობას შეხვდა და დაარწმუნა, რომ მიქაუტაძის სტილის ფეხბურთელი სჭირდებათ და მისი შეძენა აუცილებელია.
თურქები წერენ იმასაც, რომ ბურუქი პირადად აპირებს გიორგისთან გასაუბრებას, რაც ტრანსფერში გარდამტეხი უნდა აღმოჩნდეს.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings