in

მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა: ყატარში სიკვდილი არ იქნება

ყატარის დედაქალაქ დოჰაში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრის ცერემონია გაიმართა. 32 გუნდი 8 ქვეჯგუფში გადანაწილდა. თუმცა 32 ჯერ პირობითი ნათქვამია, რადგან ფინალურ ეტაპზე მონაწილე 3 ნაკრების ვინაობა პლეი-ოფებში ჯერ კიდევ გასარკვევია.

წილისყრის შედეგად ჯგუფურ ეტაპზე ცხადია ბევრი საინტერესო შეხვედრა გველოდება, თუმცა შეიძლება ისიც ითქვას, რომ რაიმე განსაკუთრებული სიკვდილის ჯგუფი არ მიგვიღია. მართალია ერთ ჯგუფში არიან თუნდაც ესპანეთი და გერმანია, მაგრამ რადგან ორი გუნდი გადავა პლეი-ოფში, ორივეს მშვენიერი შანსი აქვს.

გახსნის მატჩი კი მასპინძელ ყატარსა და ეკვადორს შორის იქნება. აფიშა ხმაურიანი არ არის, თუმცა ეს მსოფლიო ჩემპიონატია და მაინც მაგარი სანახაობაა.

პატარა პოლიტიკური დაპირისპირება აქაც არის. ირანი და აშშ ერთად მოხვდნენ (1998 წლის მუნდიალზეც შეხვდნენ და ირანმა 2:1 მოიგო). გარდა ამისა, მივიღეთ რამდენიმე საინტერესო სპორტული დუელიც. მაგალითად, მესი ლევანდოვსკის წინააღმდეგ, რონალდო კავანის, მანე ვან დაიკის, შესაძლოა ვნახოთ ბრიტანული ჯახიც…

იმის თქმაც თითქმის დადასტურებულად შეიძლება, რომ აუცილებლად ვიხილავთ მოულოდნელობებს, სენსაციებს და დიდი ალბათობით ყველა ფავორიტი ვერ გაიმარჯვებს და ვიღაც შესაძლოა ჯგუფშიც ჩარჩეს, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე.

A ჯგუფი

ყატარი
ეკვადორი
სენეგალი
ნიდერლანდები

B ჯგუფი

ინგლისი
ირანი
აშშ
უელსი – შოტლანდია/უკრაინა

C ჯგუფი

არგენტინა
საუდის არაბეთი
მექსიკა
პოლონეთი

D ჯგუფი

საფრანგეთი
პერუ – ავსტრალია/გაერთიანებული საამიროები
დანია

ტუნისი

E ჯგუფი

ესპანეთი
კოსტა რიკა-ახალი ზელანდია
გერმანია
იაპონია

F ჯგუფი

ბელგია
კანადა
მაროკო
ხორვატია

G ჯგუფი

ბრაზილია
სერბეთი
შვეიცარია
კამერუნი

H ჯგუფი

პორტუგალია
კანადა
ურუგვაი
სამხრეთ კორეა

მსოფლიოს ჩემპიონატი 21 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოფიციალურად: ივლისში ბორჯღალოსნები იტალიას უმასპინძლებენ

ნაპოლიში კვარაცხელიას ტრანსფერის დეტალები ცნობილია: 5 წლიანი კონტრაქტი და მილიონი ევრო წელიწადში