ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, სანაკრებო თამაშების პერიოდი დგება. შემდეგ კი ალბათ სატრანსფერო ჭორები კიდევ უფრო აგორდება, მიუხედავად იმისა, რომ ჭორები მუდმივად გასდევს ფეხბურთს. ახლა უბრალოდ ჭორებთან ერთად მოქმედებებიც იწყება.
ჩვენც შეგვიძლია გავუყვეთ სატრანსფერო ხაზს.
ნგოლო კანტემ შესაძლოა „ჩელსი“ დატოვოს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას.
„სიტი“ დაინტერესებულია „მილანის“ ფორვარდით რაფაელ ლეაოთი.
„აიაქსის“ ნახევარმცველი გრავენბერხი „ბაიერნში“ გადასვლას დღეს სამედიცინო შემოწმებით დაასრულებს.
„ბარსელონა“ აპირებ ბრაიტვაიტი იჯარით დათმოს.
„ვესტ ჰემი“ გეგმავს პსჟ-სგან მეკარე არეოლა გამოისყიდოს 9 მილიონ ევროდ.
„ვილიარეალი“ ლო სელსოს გამოისყიდის „ტოტენჰემიდან“.
ანდრეს პერეირა „მანჩესტერში“ დაბრუნდება „ფლამენგოდან“.
პერიშიჩმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება „ტოტენჰემში“ გადასვლის წინ.
„ინტერი“ ბერნარდესკის განიხილავს პერიშიჩის შემცვლელად.
ლუკაკუს აგენტი „ინტერის“ ხელმძღვანელობას შეხვდება.
„ატლეტიკომ“ უარი თქვა „იუვენტუსის“ წინადადებაზე, რომელიც მორატას 20 მლნ ევროდ გამოსყიდვას შეეხებოდა.
„მანჩესტერმა“ დაიწყო „აიაქსის“ მცველის ტიმბერის ტრანსფერზე მოლაპარაკებები.
ლევანდოვსკი: „ესპანეთი – ნამდვილად კარგი ადგილია – არა მარტო დასვენებისთვის“.
„სიტის“ მფლობელმა დაადასტურა, რომ „ქალაქელები“ ზაფხულში კიდევ ორ ფეხბურთელს გაიფორმებენ.
პსჟ-მ ნუნუ მენდეშზე უფლებები გამოისყიდა „სპორტინგისგან“.
პსჟ-მ უარი თქვა პოგბას წაყვანის იდეაზე.
„მანჩესტერი“ მზადაა ფრენკი დე იონგი გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციოს.
GIPHY App Key not set. Please check settings