in

მე მას პრესაში მოვკლავ: მამარდაშვილს პრეზიდენტი აღარ ჰყავს

„ვალენსიამ“ ორშაბათს გამოაცხადა, რომ გაუშვეს კლუბის პრეზიდენტი ანილა მურტი.

კლუბმა განაცხადა, რომ ამასწინდელმა მოვლენებმა გავლენა მოახდინეს „ვალენსიას“ ურთიერთობაზე გულშემატკივრებთან, ხელისუფლებასთან და საერთოდ საზოგადოებასთან, ასევე დაამატეს, რომ გასაჯაროებული ციტატები მურტის პირადი აზრია და არა ორგანიზაციის. „ვალენსიამ“ აღნიშნა, რომ ხელმძღვანელობის ცვლილება აუცილებელია ნდობის აღსადგენად. თავკაცად დანიშნეს შონ ბაი, საკლუბო აკადემიის დირექტორი. დააზუსტეს, რომ ის მხოლოდ ფეხბურთს მიხედავს და დირექტორთა საბჭოს დაემორჩილება, ხოლო ახალ პრეზიდენტს მოძებნიან.

რა მოხდა?

„ვალენსიაში“ კარგა ხანია შიდადაპირისპირებებია. ფანები მფლობელ პიტერ ლიმთან ომობენ. ახლა ახალმა სკანდალმა იფეთქა.

პრესაში გაჟონა კლუბის პრეზიდენტის საუბარმა – ის პირდება, რომ მეთოდურად გაანადგურებს „ვალენსიას“ ფორვარდს.

გამოცემა Superdeportes-მა გამოაქვეყნა ჩანაწერები, სადაც ანილ მურტი ჰყვება, რომ მომდევნო სეზონიდან კლუბი უარს იტყვის ხოსე გაისა (კაპიტანი) და კარლოს სოლერზე.
მცველზე მურტი პატივისცემით საუბრობს, ხოლო სოლერთან დაკავშირებით უფრო ხისტი იყო: „მას სურს გუნდი დატოვოს და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას. მაგრამ თუ იანვარში უფასოდ წავა, მე მას პრესაში მოვკლავ. ამაში 100 ათას ევროსაც დავხარჯავ. მან ფული უნდა მოგვიტანოს, რადგან ის ჩვენი აკადემიის გაზრდილია“.

„ვალენსიამ“ ოპერატიულად უპასუხა Superdeportes-ს და საკუთარი განცხადებაც გამოაქვყენა.

„მურტის ჩანაწერი გაკეთებულია 27 აპრილს ვალენსიელ ბიზნესმენებთან და კლუბის ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. ის დარედაქტირებული და ფალსიფიცირებულია, რათა გადასცეს ცრუ იდეა და გამოიწვიოს კამათი“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კამპანია რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როდესაც კლუბმა უარი უთხრა Superdeportes-ს სარეკლამო წინადადებაზე. „ვალენსიას“ იურიდიული განყოფილება საპასუხო ზომებზე ფიქრობს.

მურტი კი გაუშვეს, მაგრამ გამოიწვევს თუ არა დათბობას, ამას დრო გვიჩვენებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყოველთვის საუკეთესოები არ იმარჯვებენ: მესი ოქროს ბურთზე, სტვენაზე, ფილტვებზე…

კანტე ჩელსიდან მიდისო, პსჟ-ს პოგბა არ უნდა, ლევანდოვსკის ესპანეთი მოსწონს – სატრანსფერო ამბები