in

საჰილ ალახვერდოვი ევროპის ჩემპიონია

ტიტული 29 წლის შემდეგ. საჰილ ალაჰვერდოვმა რამდენიმე წუთის წინ ევროპის ჩემპიონატის ფინალში დაამარცხა ბულგარელი ერგიუნალ სებაჰტინი და 1993 წლის შემდეგ გახდა პირველი ქართველი მოკრივე, ვინც კონტინენტური ტიტული მოიპოვა.

48 კილოგრამის ფინალში უძლიერესები, პირველ და მეორე ნომრად განთესილი მოკრივეები გავიდნენ და ბრძოლაც თანაბარი იყო. პირველი რაუნდი ალაჰვერდოვმა 3-2 მოიგო, მაგრამ ბულგარელმა მეორეში 4-1 აჯობა და ბოლო რაუნდის წინ ოთხ მსაჯთან ფრე იყო, ერთში კი სებაჰტინი იგებდა. ყველაფერს წყვეტდა მესამე რაუნდი, რომელიც ქართველმა შეტევაში გაატარა და მსაჯების საბოლოო ვერდიქტი ალაჰვერდოვის სასარგებლოდ იყო – 4-1.

ქართველი მოკრივეებიდან ევროპის ჩემპიონის ტიტული აქამდე მხოლოდ ორ კაცს ჰქონდა – დავით კვაჭაძეს (1977, 81 კგ) და გიორგი კანდელაკს (1993, 91 კგ).

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას ნაპოლისთან კონტრაქტი უკვე გაუფორმებია: ბათუმი ცდილობს კვარაცხელია ევროთასებისთვის დაიტოვოს

შოთა მიშველიძის ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე