დავით ნინიაშვილი ევროპის ჩელენჯ თასის გამარჯვებულია. ევროპული საკლუბო რაგბის რანგით მეორე ტურნირის ფინალურ შეხვედრაში მარსელის “ველოდრომზე” დავით ნინიაშვილის და ბექა საღინაძის “ლიონმა” ბექა გიგაშვილის “ტულპნი” დაამარცხა და ევროპულ ტიტულს დაეუფლა.
ნინიაშვილის “ლიონის” ძირითად შემადგენლობაში იყო. ძირითად შემადგენლობაში იყო ბექა გიგაშვილის, საღინაძე კი მატჩს ტრავმის გამო ტოვებდა.
“ლიონმა” საწყის წუთზევე შეძლო ლელოს დადება, მაგრამ წინ თამაშის გამო ლელო გაუქმდა. ლიონელებმა მაინც შეძლეს მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთის დამიწება. სერჟიო პარისეს ცუდი პასის შემდეგ, ბურთი “ლიონის” მორაგბეებს ჩაუვარდათ ხელში კუილუმ შეძლო მეტოქის დალელოვება. ლეო ბერდუმ ზუსტად გარდასახა. “ტულონმა” მეტოქეს მე-16 წუთზე უპასუხა. კარგად გაჭრილი ხაზის მერე, “ტულონმა” რამდენიმე მძლავრი მიძალებები განახორციელა და სერენმა ნულოვან ზონაში შეძლო ლელოს დადება. ლუის კარბონელის გარდასახვა ზუსტია.
დარჩენილ დროში ლეო ბერდუმ 2-დან 1 საჯარიმო შეასრულა ზუსტად. კარბონელმა კი, ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა ვერ გაიტანა.
დავით ნინიაშვილი პირველ ტაიმში ძალიან კარგი იყო, ერთ ეპიზოდში კარგად ითამაშა ჰაერში, რამდენჯერმე კარგად წაიღო ბურთი, ფეხითაც კარგად ითამაშა. მის ბრწყინვალე თამაშს ლელო აკლდა და ბურთის დამიწებაც მოახერხა, მაგრამ ვიდეო რეფერმა ლელო გაუუქმა. დათუნამ ლელოს დადების მომენტში ფეხი ხაზზე დააბიჯა.
მეორე ნახევარში დავით ნინიაშვილი კიდევ ერთხელ იყო ლელოსთან ახლოს და უდიდესი ალბათობით დადებდა კიდეც, ბოლო პასი რომ გასულიყო მასზე, მაგრამ “ტულონის” მორაგბემ ბურთზე ხელი ჩაარტყა პასის დროს, რის გამოც მოედნიდან გაასინბინეს და მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩათვალა. მალე, ქართველ მორაგბეს საოცარი სოლორეიდიც ჰქონდა.
47-ე წუთზე ბარასიმ შეძლო მორიგი ლელოს დადება, რაც ბერდუმ ასევე ზუსტად გარდასახა. . მალე, ბერდუმ საჯარიმო დარტყმაც შეასრულა ზუსტად.
ნინიაშვილს ერთი კარგი მომენტი 65-ე წუთზეც ჰქონდა, როდესაც ნინიაშვილმა თვით ჩესლინ კოლბე შებოჭა.
ერთ ეპიზოდშიც კი, ნინიაშვილმა თვით ედენ ეტზებეტი ბეჭებზე გააკრა
საბოლოოდ, 30:12 და “ლიონი” ჩელენჯ თასის გამარჯვებულია.
GIPHY App Key not set. Please check settings