აურელიო დი ლაურენტისის გუნდი მომავალი სეზონისთვის სერიოზულად აპირებს გაძლიერებას და იქნებ ნანატრი სკუდეტოსთვისაც გაიბრძოლოს.
“ნაპოლმა” უკვე ოფიციალურად დაადასტურა მატიას ოლივეირას და ზამბო ანგისას ტრანსფერი. დღეს, იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ნაპოლიში” შესაძლოა ფედერიკო ბერნარდესკი აღმოჩნდეს. 28 წლის იტალიელ ფეხბურთელს “ბებერ ქალბატონთან” კონტრაქტი ეწურება და მისით დაინტერესებულ კლუბებს შორის “ნაპოლიცაა”.
ფედერიკო ბერნარდესკიმ “იუვენტუსში” 183 მატჩში 12 გოლი და 20 საგოლე პასი მიითვალა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” ზაფხულში შეუერთდება.
GIPHY App Key not set. Please check settings