დღეს, ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული დღეა. 32 წლის წინ, 1992 წლის 27 მაისს საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველი შეხვედრა გამართა.
დინამოს სტადიონზე ჩვენმა ნაკრებმა ლიეტუვას უმასპინძლა და უხვგოლიანი შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია და მას “დინამოზე” 55 000 გულშემატკივარი დაესწრო.
შეხვედრაში ანგარიში ლიეტუველებმა გახსნეს. მე-12 წუთზე გოლი არმინას ნარბეკოვასმა გაიტანა. ანგარიში 62-ე წუთზე გია გურულმა გაათანბრა და საქართველოს ნაკრების ისტორიში პირველი გოლის ავტორი გახდა. 66-ე წუთზე ვირგინიუს ბალტუსნიკასმა ლიეტუველები ისევ დააწინაურეს. მატჩის 81-ე წუთზე კი, მატჩის საბოლოო ანგარიში კახა კაჭარავამ დააფიქსირა.
GIPHY App Key not set. Please check settings