in

ბორჯღალოსნების მესამე მეტოქეც ცნობილია: ივლისის ტესტებს პორტუგალიით დავასრულებთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მესამე მეტოქე მომავალ ზაფხულის ტესტებზე ცნობილია. არგენტინა XV-სა და იტალიის ნაკრებებებთან შეხვედრის შემდეგ, “ბორჯღალოსნები” 16 ივლისს პორტუგალიის ნაკრებს შეხვდებიან. ინფორმაციას პორტუგალიის რაგბის კავშირი ავრცელებს.

“ბორჯღალოსნები” და და “ლობუში” რაგბი ევროპის ჩემპიონატზე თამაშობენ და წელს ამ გუნდების მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ფრედ 25:25 დასრულდა. პორტუგალიამ საქართველოს ნაკრებს ბოლოს 2005 წელს მოუგო, მაგრამ ქართველებისთვის უხერხულ მეტოქედ ითვლება. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გაიმართება.

შეგახსენებთ, ზაფხულის ტესტებს საქართველოს ნაკრები ქუთაისის “აია არენაზე” არგენტინა XV (“პუმების” სარეზერვო გუნდი) დაიწყებს, 10 ივლისს ისტორიულ მატჩში, ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” იტალიას შევერკინებით.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შეკრების მესამე დღე: ნაკრებს კვარაცხელიაც შეუერთდა

კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები: განთესილი მხოლოდ დინამოა