in

შავი ლომის ახალი კონკურენტი: რაგბი ევროპის სუპერთასზე რუმინელი მგლები ითამაშებენ

მომავალი სეზონიდან რაგბი ევროპის სუპერთასზე პირველ ქართულ პროფესიონალურ ფრენჩაიზს “შავ ლომს” ახალი და საკმაოდ ძლიერი კონკურენტი ეყოლება. რაგბი ევროპამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომავალი სეზონიდან აღმოსავლეთ კონფერენციაში რუმინული ფრენჩაიზი “მგლები” იასპარეზებს.

მოგეხსენებათ, აღმოსავლეთ კონფერენციაში “შავი ლომის” და “თელავივ ჰითის” გარდა, კრასნოიარსკის “ენისეი” და პენზას “ლოკომოტივი” ასპარეზობდნენ, მაგრამ ყველასთვის ცნობილი მიზეზების გამო რუსული კლუბები საერთაშორისო ასპარეზიდან მოიკვეთნენ. მეოთხე გუნდის ვინაობა ოფიციალურად ცოტა ხანში დადასტურდება. ჩვენი ინფორმაციით, ეს გუნდი საქართველოს ჩემპიონი იქნება.

გეტყვით იმასაც, რაგბი ევროპის სუპერთასი შარშან პირველად ჩატარდა და გამარჯვებული “შავი ლომი” გახდა. ქართულმა ფრენჩაიზმა ფინალში პორტუგალიური “ლუსიტანუში” 17:14 დაამარცხა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გერმანულმა შალკე 04-მა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

ჯანო ანანიძე: ვფიქრობ, ღირსეული კარიერა მქონდა – საქართველოში აკადემიის გახსნას ვგეგმავ