პრემიერლიგის მცხუნვარე დასასრული იურგენ კლოპისათვის ორი მიზეზის გამო იყო ნეგატიური. პირველ რიგში, „მანჩესტერ სიტის“ 6 წუთში გატანილი 3 ბურთი „ასტონ ვილას“ კარში და ქალაქელების ზედიზედ მეორე ტიტული. „ენფილდურ“ მატჩში კი ტიაგო ალკანტარამ მიიღო დაზიანება, და როგორც ჰერ იურგენმა მატჩის შემდეგ თქვა, დიდია იმის ალბათობა, რომ ესპანელი მაესტრო სეზონის დასკვნით მატჩს გამოტოვებს.
„ერთადერთი, რაც დამაიმედებლად შეიძლება მოსჩანდეს, უახლოეს მომავალში ჩასატარებელი გამოკვლევებია. ერთი შეხედვით კი ალკანტარა ფინალს გამოტოვებს“ – იურგენ კლოპის ამ სიტყვებმა „სქაუზერებს“ ძალიან დასწყვიტა გული, რადგან მიმდინარე სეზონში ტიაგო ნახევარდაცვის ქვაკუთხედად მოგვევლინა.
შეგახსენებთ, რომ 28 მაისს, „სტად დე ფრანსზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის „რეალი“ და „ლივერპული“ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
GIPHY App Key not set. Please check settings