საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება. ჩვენი გუნდი ივნისში 4 შეხვედრას გამართავს. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გუშინ ნაკრების 29-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. დღეს კი, პირველი იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია. ტრავმის გამო ნაკრებს გიორგი ქვილითაია გამოაკლდა და მის ნაცვლად ბექა მიქელთაძეს უხმო.
დღეს, სასტუმრო “შერატონში” გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
“გიორგი ჩაკვეტაძეს ბოლო წლების განმავლობაში არაერთი პრობლემა ჰქონდა. მან კლუბი შეიცვალა და “ჰამბურგში” გადავიდა. საწყის მატჩებში სათამაშო პრაქტიკაც ჰქონდა, მაგრამ ბოლოსკენ მას მცირე სათამაშო დრო აქვს და ისევ პრობლემები დაიწყო. გიორგის გამოძახება გადავწყვიტე იმის გამო, რომ ჩვენ ვიცით მისი შესაძლელობები და სწორედ ახლა სჭირდება მას მხარდაჭერა. თუმცა, ისიც გასათვილისწინებელია, რომ ამ 29 ფეხბურთელიდან ყველა შესაძლოა ვერ მოხდეს სამატჩო განაცხადში.
დავით ვოლკოვმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისას კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ბოლოს თავდაჯერებულობის პრობლემები ჰქონდა და ამ ეტაპზე არჩევანი მასზე არ შეჩერდა.
მესმის გულშემატკივრის მოლოდინები და ისინი წარმატებას ითხოვენ, რაც სავსებით გასაგებია. გიბრალტარი ჯგუფის აუტსაიდერია. ბულგარეთს ბოლო პერიოდში პრობლემები აქვს, მაგრამ ტრადიციული გუნდია. ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა ნახეთ იტალიის დამარცხება შეძლო და ვიტყოდი, რომ ამ ეტაპზე მაკედონიის ნაკრები ჩვენს ჯგუფში ყველაზე ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენმა ნაკრებმა ბოლო პერიოდში სტაბილურობას მიაღწია. რამდენად ვართ მზად ამ მეტოქეების წინააღმდეგ სათამაშოდ, როცა შევიკრიბებით მერე გეტყვით.
ოთარ კიტეიშვილი ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. გარკვეული პაუზის შემდეგ, მას დასჭირდება ფორმაში შესვლა. გიორგი მიქაუტაძე მარტში ჩვენთან ერთად არ იმყოფებოდა. მაშინ, მე მისით კმაყოფილი არ ვიყავი. მე გიორგის ვესაუბრე და ავუსხენი ყველა ასპექტი, თუ რას ველოდები მისგან. იგივეს ვიტყვი გიორგი ჩაკვეტაძეზე. “ჩაკვე” ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და მას შეუძლია ეროვნული გუნდის დახმარება, თუ კარგად გააცნობიერებს რას ითხოვს ქომაგი მისგან.
მე ვაკვირდები აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელს, რომელსაც აქვს საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლება. ბევრი უბრალოდ, ერთ პოზიციაზე ბევრ ფეხბურთელს ვერ გამოვიძახებთ და გამოძახებულ ფეხბურთელთა შორის საჭიროა ბალანსი. ამიტომ ვერ მოხვდა შემადგენლობაში სანდრო ალთუნაშვილი, თუმცა სამომავლოდ ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა.
ჩრდილოეთ მაკედონიამ ბოლო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, იტალია დაამარცხა და კი მე ნამდვილად ვთვლი, რომ ამ ეტაპზე ჯგუფის ფავორიტი ჩრ.მაკედონიის ნაკრებია, მაგრამ ფავორიტის სტატუსი ბევრს არაფერს ნიშნავს.
ბუნდესლიგა ერთ-ერთი top ჩემპიონატია და ოთარ კაკაბაძის ტრანსფერი “შტუტგარტში” ძალიან კარგი იქნება. მამარდაშვილი “ვალენსიაში”, კვარაცხელია “ნაპოლიში” ქართული ფეხბურთის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა ასეთი დონის ჩემპიონატებში თამაში.
ჩვენ გვაყსვ სამი მეკარე, რომელიც სამივე ძალიან მაღალი დონისაა. გიორგი ლორიას უდიდესი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. მამარდაშვილი ბოლო 6 თვის განმავლობაში საოცარ სეზონს ატარებს და ნაკრებშიც კარგი მატჩებიც აჩვენა. ლაზარე კუპატაძეც საკმაოდ ძლიერი მეკარეა. მიხარია, რომ ამ პოზიციაზე ასეთი კონკურენციაა. იქნება თუ არა ცვლილებები ამ პოზიციაზე ჯერ ვერ ვიტყვი”-თქვა ვილი სანიოლმა
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონში ივნისში 4 მატჩს გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings