უეფას ერთა ლიგის მოახლოებული მატჩებისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება განხორციელდა. დღეს, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კვიპროსული “აპოელის” თავდამსხმელს გიორგი ქვილითაიას ტრავმასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა და მის სანაცვლოდ სანაკრებო განაცხადში ავსტრალიური “ნიუკასლ ჯეტსის” ფეხბურთელი ბექა მიქელთაძე მოხვდა.
მიქელთაძემ “ჯეტსის” შემადგენლობაში გასულ სეზონში 13 გოლი გაიტანა. მას ეროვნულ გუნდში 2 მატჩი აქვს ჩატარებული
GIPHY App Key not set. Please check settings