2023 წლის კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ეტაპზე საქართველოს ნაკრების ყველა მეტოქე ცნობილია. მოგეხსენებათ, FIBA-ს გადაწყვეტილებით რუსეთის და ბელარუსის ნაკრებები ყველა შეჯიბრიდან მოიკვეთნენ და მათი პირველ ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები შედეგეი ანულირიდა. შესაბამისად, H ჯგუფიდან მეორე ეტაპზე სამივე გუნდი:იტალია, ისლანდია და ნიდერლანდები გადავიდნენ.
რუსები ჩვენი პოტენციური მეტოქეები იქყვნენ, რადგან მეორე ეტაპზე ჩვენი და H ჯგუფის საუკეთესო სამი გუნდი 6-გუნდიან ჯგუფს შექმნის. G ჯგუფიდან გასვლა განაღდებული აქვს საქართველოს და ესპანეთს. მესამე გუნდის ვინაობას უკრაინა და ჩრ.მაკედონია გაარკვევენ. ომდევნო ეტაპზე საქართველოს ნაკრები მხოლოდ H ჯგუფის გუნდებს შეხვდება და ანულირებული იქნება ჯგუფის ბოლოადგილოსანთან მოპოვებული ქულები.
ილიას ზუროსის გუნდი მეორე ეტაპის ბოლო მატჩებს ივლისში უკრაინის და ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings