საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს და მთლიანად საქართველოს ფეხბურთის ფედერავიას ახალი გენერალური სპოონსორი ყავს. დღეს, სასტუმრო “სტამბაში” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ხუთწლიან თანამაშრომლობას ითვალისწინებს. ხელშეკრულებას ხელი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ მოაწერეს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი გენერალური სპონსორი ყავს
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ გააკეთა.
“ქართული ფეხბურთისთვის ასეთ ძლიერ პარტნიორთან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია. დიდი იმედი მაქვს ეს პარტნიორობა დიდხანს გაგრძელდება და ეს ქართულ ფეხბურთს დიდად გამოადგება.
სანაკრებო მატჩებს რაც შეეხება, რთულია 10 დღეში 4 მატჩის თამაში და ძლიერი მეტოქეები გვყავს, მაგრამ გვჯერა, რომ შეგვიძლია წარმატების მიღწევა და მოედანზე ამ რწმენით უნდა გავიდეთ.”–თქვა გურამ კაშიამ
GIPHY App Key not set. Please check settings