საქართველოს ნაკრების და უნგრული “უიპეშტის” ფეხბურთელი გიორგი ბერიძე უნგრულმა გამოცემა Csakfoci.hu-მ ჩემპიონატის ბოლო ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
უნგრეთის ჩემპიონატის 33-ე ტურის შეხვედრაში “უიპეშტმა” მეზოშკოვედი” გასვლაზე 3:2 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში ორივე ქართველმა ბუდუ ზივზივაძემაც და გიორგი ბერიძემაც შეძლო გატანა.
შეგახსენებთ, “უიპეშტმა” სეზონი 33 ქულით მეხუთე ადგილზე დაასრულა და ევროსარბიელის ზონაში მოხვედრა ვერ მოახერხა. ბუდუ ზივზივაძემ განვლილს სეზონში 13, გიორგი ბერიძემ 8 გოლი გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings