ლეო მესიმ ლიგა 1-ის 37-ე ტურში „მონპელიესთან“ 4:0 მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. არგენტინელმა კუთხური მოიპოვა, შემდეგ კი თავად დაასრულა გოლით შეტევა, როდესაც კილიან მბაპეს პასით ისარგებლა.
მე-20 წუთზე ლეომ მეორეც გაიტანა, ისევ მბაპეს ასისტით.
ახლა მესის ჩემპიონატის 25 მატჩში 6 გოლი აქვს. ყველა ტურნირზე კი პსჟ-ს მაისურით 11 გოლი გაიტანა.
მბაპემ კი ამ სეზონში 71 გოლში მიიღო მონაწილეობა.
მან 21-ე საუკუნეში ფრანგ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო შედეგს მიაღწია. მბაპემ აჯობა „არსენალის“ ლეგენდა ტიერი ანრის, რომელმაც 2002/2003 წლების სეზონში 68 ქულა მოაგროვა გოლი+პასის სისტემით.
მბაპემ „მონპელიესთან“ ორი საგოლე პასის გარდა პენალტიც გაიტანა.
პარიზულ ამბებს დავამატოთ, რომ სალაჰი და ლევანდოვსკი პსჟ-ს შორტ-ლისტში არიან თუ მბაპე გუნდიდან წავა. მესი და ნეიმარი რჩებიან.
გარდა ამისა, პსჟ დაინტერესდა „პორტოს“ მწვრთნელ კონსეისაოთი. კლუბის დირექტორი ლეონარდო უკვე შეხვედრია კიდეც მას.
GIPHY App Key not set. Please check settings