ქართველი “ბორჯღალოსნები” დავით ნინიაშვილი და ბექა საღინაძე 28 მაისს მარსელის ველოდრომზე ჩელენჯ თასის ფინალურ შეხვედრას ითამაშებენ. მათმა “ლიონმა” დღეს ინგლისური “ვოსპსი” 20:18 დაამარცხა. ორივე “ბორჯღალოსანი” “ლიონის” ძირითად შემადგენლობაში იყო.
ნინიაშვილის და საღინაძის ლიონი ჩელენჯ თასის ფინალშია
ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, Sport4me.ge ბექა საღინაძეს საფრანგეთში დაუკავშირდა და მასთან მოკლე კომენტარი ჩაწერა.
“დაუჯერებელია, საოცარი ემოციები მაქვს. მე და დავით ნინიაშვილმა ამ დონის მატჩი პირველად ვითამაშეთ. ორმაგად სასიხარულოა, რომ მე და დათუნა ერთად ვართ და ერთად მოვიპოვეთ ეს დიდი გამარჯვება. გასულ სეზონში “ორიაკში” ვთამაშობდი და pro d2-ში ადგილის ადგილის შესანარჩუნებლად ვიბრძოდით, წელს კი, ორ კვირაში ჩელენჯ თასის ფინალს ვითამაშებ და ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ევროპული ტიტულის მოგებას ვეცდები.”-გვითხრა ბექა საღინაძემ
ფინალში “ლიონის” მეტოქე “ტულონსა” და “სარასენს” შორის გაირკვევა.
GIPHY App Key not set. Please check settings