in

ნინიაშვილის და საღინაძის ლიონი ჩელენჯ თასის ფინალშია

ქართველი მორაგბეები დავით ნინიაშვილი და ბექა საღინაძე ევროპული საკლუბო რაგბის რანგით მეორე ტურნირის ჩელენჯ თასის ფინალში არიან. ნახევარფინალურ შეხვედრაში მათმა “ლიონმა” ინგლისური “უოსპსი’ დაამარცხა.

“ლიონი” არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა ევროპული საკლუბო რაგბის ფინალში. ორივე “ბორჯღალოსანი” დავით ნინიაშვილიც და ბექა საღინაძეც ფრანგული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და სრული 80 წუთი ითამაშეს.

“ლიონის” რიგებში ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა მათ მგეზავს ლეო ბარდოს, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში 15 ქულა მიითვალა.

საბოლოოდ, 20:18 და “ლიონი” ჩელენჯ თასის ფინალშია და გადამწყვეტ მატჩში “ტულონსა” და “სარასენსს” შორის გამარჯვებულს შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ მატჩის 70-ე წუთზე ‘ლიონი” თავის გუნდს გმირად მოევლინა და აშკარა ლელოსგან იხსნა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბორდალასს უშვებენ? სავარაუდო შემცვლელი მამარდას იცნობს

ბექა საღინაძე: ორმაგად სასიხარულოა, რომ ეს გამარჯვება დათოსთან ერთად მოვიპოვე