საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ძალიან მალე უმნიშვნელოვანეს მატჩებს ჩაატარებს და საკმაოდ რთული ივნისი ელის.
ვილი სანიოლის გუნდი ერთა ლიგის C დივიზიონს ითამაშებს და ამ გზით შეეცდება საოცნებო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას.
უკვე, ცნობილია ის სტადიონები, რომლებზეც “ჯვაროსნები” მატჩებს ჩაატარებენ.
ერთწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ნაკრები თბილისში ბრუნდება. 2 ივნისს ჩვენი გუნდი “დინამო არენაზე” გიბრალტარს მიიღებს. შემდეგ გვექნება ორი რთული გასვლითი მატჩი. 5 ივნისს საქართველოს ნაკრები ბულგარეთს რაზგრადში დაუპირისპირდება, 9 ივნისს სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრება. 12 ივნისს ბულგარეთს “დინამო არენაზე” მივიღებთ.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პირველი გათამაშება (D დივიზიონში) მოიგო და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალიც ითამაშა, მაგრამ ჩრდ. მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა.
GIPHY App Key not set. Please check settings