in ,

ატლეტიკო ლიგაზეა, რეალი ხასიათზე, სევილიამ უნდა დაიჯეროს – XXXVI ტური

ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი მონაწილე გაირკვა: ეს მადრიდის “ატლეტიკოა”, რომელმაც ორი მატჩი მოიგო ზედიზედ და რადგან “სევილიამ” ზედიზედ სამი ფრე ითამაშა, ხოლო “ბეტისს” მანამდე კარგა ხანი ვერ მოეგო, მადრიდელები ოთხეულს მიღმა ვეღარ აღმოჩნდებიან. სევილიური კლუბები კი დარჩენილ მე-4 ადგილს გაითამაშებენ, თუმცა აქ “სევილიას” უპირატესობა დიდია – ორი ტურით ადრე 5 ქულაა სხვაობაა. მოგეხსენებათ, “ბეტისმა” ქვეყნის თასი აიღო და ევროპა ლიგაზე გასვლა გაინაღდა, ასე რომ, მე-4 ადგილს ქვემოთ ადგილის შენარჩუნება მის ინტერესებში დიდად აღარ შედის.


„ლევანტემ“ საჩემპიონო დერეფანი მოუწყო „რეალს“. შეგახსენებთ, წინა ტურში „ატლეტიკომ“ ეს არ გააკეთა.

„ლევანტე“ სეგუნდაში მე-4-ედ გავარდა 21-ე საუკუნეში.

ლოპეტეგი: „უნდა ვიმუშაოთ და გვჯეროდეს საკუთარი თავის, რათა კარგად დავასრულოთ სეზონი დარჩენილ ორ შეხვედრაში“.

„ატლეტიკო“ ზედიზედ მეათედ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე.

დიეგო სიმეონე: „პირველ რიგში მიხარია იმ ფეხბურთელების გამო, რომლებიც რეგულარულად ვერ თამაშობდნენ ჩემპიონთა ლიგის გამო, რომელშიც კარგად გამოვედით და ჩემპიონატის გამო, სადაც არათანმიმდევრულები ვიყავით. მიზანს მივაღწიეთ. ეს ჩენი შრომის შედეგია და ჩვენ ის დავიმსახურეთ“.

დემბელეს ყველაზე მეტი ასისტი აქვს ჩემპიონატში ტოპ 5 ლიგაში – 10. მესის 9 საგოლე პასი დაუგროვდა.

ობამეიანგს ჩემპიონატის 15 მატჩში 11 გოლი აქვს „ბარსაში“ ზამთარში გადასვლის შემდეგ.

დიეგო სიმეონემ მე-400 მატჩი ჩაატარა „ატლეტიკოსთან’ ერთად პრიმერაში. ლიგის რეკორდამდე – 24 თამაშია.

„რეალმა“ ბოლო 12 მატჩიდან 10 მოიგო.

„რეალის“ როდრიგომ ბოლო 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

ბენზემა „რეალში“ გოლების რაოდენობით მე-2 ადგილზე გადავიდა (323), ის რაულს დაეწია. რონალდომდე კი 127 გოლი უკლია.

მოდრიჩმა 3 საგოლე პასი გააკეთა. პირველმა ლა ლიგის ერთ მატჩში მესის შემდეგ (2020 წ).

ვინისიუსმა კარიერაში პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა.

ანჩელოტი: „რეალი“ ჩემპიონთა ფინალს კარგ ფორმაში უახლოვდება. ინტენსიურობა უნდა შევინარჩუნოთ“.

This image has an empty alt attribute; its file name is vinis-1024x569.jpg

ლა ლიგა – XXXVI ტური

ვალენსია – ბეტისი 0:3
გრანადა – ბილბაო 1:0
ბარსელონა – სელტა 3:1
ალავესი – ესპანიოლი 2:1
ოსასუნა – ხეტაფე 1:1
სევილია – მალიორკა 0:0
ელჩე – ატლეტიკო 0:2
სოსიედადი – კადისი 3:0
რაიო ვალეკანო – ვილიარეალი 1:5
რეალი – ლევანტე 6:0

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

41 წელი დიდი გამარჯვებიდან

სანაკრებო მატჩები მოახლოვდა: სად ითამაშებს საქართველო