პსჟ-სა და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლეო მესი ჟურნალ „ფორბსის“ ვერსიით მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორსტმენია.
გამოცემის მონაცემებით, 2021 წლის 1 მაისიდან 2022 წლის 1 მაისამდე ფეხბურთელმა 130 მილიონი დოლარი იშოვა, აქედან 75 მლნ – ხელფასია, 55 მლნ – სარეკლამო და სასპონსორო შეთანხმებებიდან მიღებული ფული.
მეორე ლებრონ ჯეიმსია, რომელიც ყველაზე შემოსავლიანების რეიტინგში პირველ ადგილზე სხვა მონაცემებით გავიდა.
რა ფულს შოულობენ: ნახე 2022 წლის ყველაზე მდიდარი სპორტსმენები
ათეულში 4 კალათბურთელი მოხვდა, 3 ფეხბურთელი, 1 მოკრივე, 1 ჩოგბურთელი და ერთიც ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე.
აი ისინიც:
- ლიონელ მესი (ფეხბურთი, პსჟ) — 130 მლნ დოლარი
- ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი, „ლეიკერსი“) — 121,2 მლნ დოლარი
- კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი, „მანჩესტერი“) — 115 მლნ დოლარი
- ნეიმარი (ფეხბურთი, პსჟ) — 95 მლნ დოლარი
- სტეფ კარი (კალათბურთი, „გოლდენ სტეიტი“) — 92,8 მლნ დოლარი
- კევინ დურანტი (კალათბურთი, „ბრუკლინი“) — 92,1 მლნ დოლარი
- როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) — 90,7 მლნ დოლარი
- საულ ალვარესი (კრივი) — 90 მლნ დოლარი
- ტომ ბრედი (ამერიკული ფეხბურთი, «Тампа-Бэй») — 83,9 მლნ დოლარი
- იანის ადეტოკუნბო (კალათბურთი, „მილუოკი“) — 80,9 მლნ დოლარი
GIPHY App Key not set. Please check settings