in

ვითხოვთ ძლიერ გუნდებთან თამაშს და მერე ჩვენვე ვამბობთ უარს?

გუშინ, ჩვენ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზის “შავი ლომის” მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილის ინტერვიუ შემოგთავაზეთ. მაისაშვილმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მაგრამ გვსურს ერთ საკითხზე ყურადღების გამახვილება.

ლევან მაისაშვილი: იტალიასთან გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ

ფრენჩაიზის პროექტი რაგბის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია და სწორედ წარმატებული ფრენჩაიზის შედეგია იაპონური და არგენტინული რაგბის დღევანდელობა. კარგია, რომ ეს პროექტი საქართველოშიც შეიქმნა, მაგრამ… ჩვენი კითხვა მდგომარეობს იმაში, რომ ამდენი ხნის განმავლობაში არის საუბრები და მოთხოვნა, რომ ქართული რაგბის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია მაღალი დონის გუნდების წინააღმდეგ თამაში, ვეთამაშოთ ისეთ გუნდებს, რომლებთან თამაშით უფრო მეტად განვითარდებით, მაგრამ, რეალურად, ჩვენმა რაგბის კავშირმა ძალიან უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. “შავი ლომი” სამხრეთ აფრიკულ “ქარი ქაფზე” პირველ დივიზიონში (რანგით მეორე) თამაშობს, სადაც გუნდების უმრავლესობის დონე, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ ისე მაღალია. მაგალითად, “გრიფონსმა” “ბულდოგს” 106:7 მოიგო. როდესაც მსგავსი შედეგი ფიქსირდება, რა დონის ტურნირზე შეიძლება იყოს საუბარი, თქვენთვის მოგვინდვია.

მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ბაჩო ხურციძემ თქვეს, რომ მათ შეეძლოთ “ქარი ქაფის” უმაღლეს დივიზიონში გამოსვლა და ახლაც შეუძლიათ ამაზე განაცხადის გაკეთება, მაგრამ ჯერჯერობით “შავი ლომი” მეორე დივიზიონში თამაშობს. ითქვა, რომ იყო ამ ტურნირზე განრიგის პრობლემაა, მაგრამ ტურნირი იწყება იანვარში და მთავრდება ივნისში. ამ დროის განმავლობაში “შავ ლომს” მოუწევდა მაღალი დონის გუნდების წინააღმდეგ 14 შეხვედრის ჩატარება, პლუს ევროპის სუპერთასი და ეს მეტი მაღალი დონის თამაშის საშუალებას მისცემდა ბიჭებს. განრიგთან დაკავშირებით პრობლემები ხომ “ქარი ქაფის” მეორე დივიზიონშიც გვაქვს, რადგან 2 მატჩზე ვერგამოცხადების გამო წაგება ჩაგვითვალეს.

საბოლოოდ, იმის თქმა გვინდა, რომ წლების განმავლობაში ვითხოვთ იმას, რომ მეტი განვითარებისთვის გვჭირდება უფრო მაღალი დონის გუნდებთან თამაში და ამისთვის ვიბრძვით და ამ დროს ძლიერი გუნდების წინააღმდეგ, ძლიერ ტურნირში თამაშზე თავადვე ვამბობთ უარს?

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა ფულს შოულობენ: ნახე 2022 წლის ყველაზე მდიდარი სპორტსმენები

ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე მეორე გამარჯვება მოიპოვა