სასიამოვნო სიახლე ქართული რაგბის გულშემატკივრებისთვის. “ბორჯღალოსნების” მესამე ხაზელი გიორგი ცუცქირიძე კარიერას ფრანგული top 14-ის კლუბ “სტად ფრანსეში” გააგრძელებს.
25 წლის მორაგბე ბოლოს ფრანგული “ორიაკის” ღირსებას იცავდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კი, გიორგი ცუცქირიძეს 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე სამი ლელოა.
ასევე, ფრანგული “რასინგ 92”-ის შემადგენლობაში ბრუნდება ბურჯი გიორგი ხარაიშვილი, რომელიც “ნევერსში” იყო განათხოვრებული.
GIPHY App Key not set. Please check settings