კიდევ ერთი ძალიან მაგარი ამბავი და ქართული რაგბის დიდი აღიარება. საქართველოს გასული წლის საუკეთესო მსაჯი ევროპული საკლუბო რაგბის რანგით პირველ ტურნირზე, ჩელენჯ თასზე, ნახევარფინალურ მატჩს განსჯის.
ნიკა ამაშუკელი “რასინგ 92-სა” და “ლა როშელის” მატჩზე კიდის მსაჯი იქნება. მთავარი არბიტრი ინგლისელი მეტიუ ქერლი, მეორე კიდის მსაჯი კი, ინგლისელი ლუკ პირსი იქნება. ვიდეო რეფერის მოვალეობას იან ტემპესტი შეასრულებს.
შეგახსენებთ, ნიკა ამაშუკელმა წელს 6 ერის ორი მატჩი იმსაჯა და გახდა პირველი არბიტრი tier 2-ის ქვეყნებიდან, რომელმაც 6 ერის მატჩზე იმსაჯა.
GIPHY App Key not set. Please check settings