in

ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

ქართველმა ექსოძეკიმ ლევან გორგაძემ(ტოჩინოშინი) , რომელიც მიმდინარე ბაშოზე მეცხრე მაეგაშირას რანგში გამოდის პირველი გამარჯვება მოიპოვა. ნაცუ ბაშოს მეოთხე დღეს ტოჩინოშინი მეშვიდე მაეგაშირა ტაკარაფუჯის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა.

მძლავრი ტაჩიაის (საწყისი დაჯახება) შემდეგ ტოჩინოშინმა უპირატესობა მოიპოვა და ძალისმიერად გადაიყვანა დოჰიოდან.

ქართველი სეკიტორი, რომელიც კარიერაში 97-ე ბაშოს ატარებს, მიმდინარე ნაცუ ბაშოზე ბალანსი 1:3-ზე აქვს. ხვალ, ქართველი გოლიათის მეტოქე მეცხრე მაეგაშირა კოტოშოჰო იქნება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სპალეტიმ შეიძლება კვარაცხელიაში მანსინის თვისებები დაინახა

ნიკა ამაშუკელი ჩემპიონთა თასის ნახევარფინალს იმსაჯებს